ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ”112”-ში გამოძახებამ იმატა – დახმარებას უმეტესად ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ

თბილისში, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში სამაშველო ბრიგადების დახმარების თხოვნით ზარები დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებები ძირითადად საბურთალოს რაიონიდან და ვაზისუბნიდან დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში დახმარებას ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ.

მათივე ცნობით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები გავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენიდან გამომდინარე, აღნიშნული შინაარსის ზარებმა „112“-ში იკლო.

Comments
Loading...