ელექტრომანქანა Nissan Ariya გლობალური მოდელი გახდება

კომპანია Nissan-მა დააანონსა,რომ აღნიშნული მოდელი იქნება გლობალური და გაიყიდება არამხოლოდ შიდა ბაზარზე,არამედ საზღვარგარეთაც. ეს ფაქტი ცნობილი გახდა 29 ივნისს გამართულ აქციონერთა შეხვედრაზე.

Nissan Ariya, რომელიც შეიქმნა Tesla Model Y- ს კონკურენციისათვის,თავდაპირველად გაიყიდება იაპონიაში და შემდეგ გამოჩნდება სხვა ქვეყნებში,მათ შორის ჩინეთში,ევროპასა და აშშ-ში. ელექტრული მანქანის სახელი რუსეთშიც დააპატენტეს.

“Ariya-ს უპირატესობა ელექტროფიკაციისა და მძღოლების დახმარების მოწინავე სისტემების ერთობლიობაა”-განაცხადა Nissan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Comments
Loading...