ელისაშვილი: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რამე ბომბი ხო არ უნდა დაგვეცეს, არა?!

“გაქანებულია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თბილისშიც და რეგიონებშიც”,-ამის შესახებ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პიველის” ეთერში განაცხადა.

“სპერაზმელების გარეშე ვერ იძინებენ და ლოგინში ვერ წვებიან (ქართული ოცნების დეპუტატები). როგორც ხედავთ ხან დილის 6 საათზე მიდიან პარლამენტში და ხან საიდან ძვრებიან რომელიღაც შენობაში, ხან საიდან, რეალურად კი გაქანებულია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თბილისშიც და რეგიონებშიც. რამე ბომბი ხომ არ უნდა დაგვეცეს, არა?!”,-ამბობს ელისაშვილი.

Comments
Loading...