ემზარ კვიციანი: ვიღაცას სხვა მიზნები აქვს, სვანები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ხალხია

“ვიღაცას სხვა მიზნები აქვს, სვანები ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი ხალხია”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ემზარ კვიციანმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი და შს მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს.

“მე ახლა ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც კოდორის ხეობის მმართველობა. აქ ვიჯექი მე როგორც გუბერნატორი. აქედან ვმეთაურობდი კოდორის ხეობას როგორც სარდალი და ბოლოს რა გაგვიკეთეს ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან მაინტერესებს რატომ იყო საჭირო სპეცრაზმის შეყვანა ჭუბერში. რაიმე სახის საგამოძიებო საქმიანობას ხელი შეეშალა?! ვინმე არ შეუშვეს, რამე არაკანონიერი მეთოდები იხმარეს სვანებმა გამომძიებლების წინააღმდეგ და ამიტომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შეყვანის?! მე ვფიქრობ პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს, შს მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს და ვიღაცას სხვა მიზნები აქვს და სხვა რამე უნდა მოიგოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთ-ერთი კანონმორჩილი ხალხია სვანები, მით უმეტეს ჭუბერელები და საერთოდ მესტიის რაიონშო მცხოვრებლები”, – განაცხადა ემზად კვიციანმა.

 

Comments
Loading...