“ენდის ანგელოზები”-უნიკალური მეთოდით შექმნილი ნახატები, რომლებსაც სახლებში ბედნიერება მოაქვთ (ფოტორეპორტაჟი)

ამ არეულ და ქაოსურ ქალაქში, სადაც ადამიანებს ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ, სადაც ვირტუალურმა სამყარომ ჩაყლაპა ადამიანური ურთიერთობების პეწი, ნაფარეულის ქუჩა N6 -ში ერთი პატარა კუნძულია, სადაც თავს მხოლოდ კეთილი ადამიანები და მათი მეგობრები იყრიან…

“ანგელოზების მუზეუმი” – ასე ჰქვია პატარა სახელოსნოს, სადაც შშმ და სსსმ პირები კეთილ ანგელოზებს ქმნიან ხან ნახატების, ხანაც კი ხელნაკეთი ნივთების სახით.

“მხოლოდ ანგელოზები” – ასეთია ამ მუზეუმის მთავარი დევიზი და იქ მობინადრეებიც ძირითადად ანგელოზები არიან.. ამ სახელოსნოს დიასახლისი ენდი მეყანწიშვილია, მის ანგელოზებს კი “ენდის ანგელოზები” ჰქვია სახელად…

ენდი:თქვენთვის ამბის მოყოლას დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი საყვარელი სამაგიდე წიგნი ნელი ოქროპირიძის “ფანტაზია და მარჯვე ხელები” იყო.

იმ წიგნიდან ყველაფრის შექმნის შესაძლებლობა მქონდა. მეც დაუზარელად ვაკეთებდი ყველაფერს, ჯერ თიჯინებს ვულამაზებდი სახლებს ნახატებით და ვუქსოვდი კაბებს. მოზრდილ ასაკშიკი  ჩემი სამოსის დიზაინერიც გავხდი…

ცხოვრებამ მოიტანა… არაფერი იყიდებოდა იმ წლებში. მერე ფრჩხილებზე ხატვაც ვცადე და  ყველას გაოცებას ვახერხებდი ისეთი ორნამენტები მქონდა მოხატული.

შემდეგ, აკადემიაში ჩავაბარე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ჩემი ფუნჯთან დამეგობრება, როგორც აღვნიშნე ღრმა ბავშვობიდან მოდის. მუდმივად ვცდილობ ისეთ მასალას შევეხო, ისეთი რამ მოვიფიქრო, რასაც ჯერ არ იყენებენ.

მუდმივ ძიებაში ვარ,  მაგრამ ვინც ჩემს მუზეუმში მოდის, ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი სტილი არსად უნახავთ. ცხადია, სასიამოვნო მოსასმენია…მეტის კეთების შესაძლებლობას გაძლევს.

სამყაროს ტილოს გავლით ვხედავ. ანუ, ჯერ ვხედავ ტილოზე, მერე სივრცეში. ანგელოზების ხატვა ბედნიერებას მანიჭებს. ამიტომ ჩემი პირველი პერსონალური გამოფენის სახელი,”ენდორფინები” იქნება.

 

ჩემი ანგელოზები მიწიერები და რეალურები არიან, .მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლებშიც ბევრს ვხატავ. თუმცა ღრუბლები მიწაზეც ჩამომომაქვს. ჩემს არაერთ ნახატში შეხვდებით ასეთ ფრაგმენტს.

წლების წინ დავინტერესდი აბრეშუმით. ბევრი ვატრიალე უამრავი რამე გავაკეთე კარკის გამოყენებით და ბოლოს მივიღე ჩემი შემუშავებული ტექნოლოგია, რომელზეც საქართველოს პატენტმა საავტორო უფლება მომცა. ჩემი ნახატების გარკვეული ნაწილი ამ უნიკალური ტექნოლიგიით შვქმენი.

“ანგელიზების მიზეუმი” ის ადგილია, სადაც მეგობრები მოდიან და აღარ მიდიან.😊 ეს სასიამოვნოა. იგივე შემიძლია ვთქვა დამთვალიერებელზეც,  ხშირად აამბობენ, რომ აქედან წასვლა არ უნდათ… ეს სიტყვები შეუფასებელია ჩემთვის. ასე, რომ მუზეუმი ნაფარეულის N6-ში, არის ყველასთვის საყვარელი ნავსაყუდელი.

ფოტოები გადაღებულია ლელი ბლაგონრავოვას მიერ

Comments
Loading...