ენტონი ფაუჩი: ერთადერთი, რაც არ უნდა დაიშვას ვაქცინის დამტკიცებისას, არის გადაუდებელი დახმარების ნებართვა

ინფექციური დაავადებების ამერიკელი ექსპერტი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს კორონავირუსის ვაქცინის ნაჩქარევი რეგისტრაციის შესახებ. ამის შესახებ მან ორშაბათს,24 აგვისტოს Reuters– თან ინტერვიუში განაცხადა.

ერთადერთი, რაც არ უნდა დაიშვას ვაქცინის დამტკიცებისას, არის გადაუდებელი დახმარების ნებართვა, სანამ არ დადასტურდება მისი ეფექტურობა.

ალერგიული და ინფექციური დაავადებების შესწავლის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმ სირთულეს, რომელსაც მოვლენების დაჩქარების შემთხვევაში,  შესაძლოა, ვაქცინის გამოცდის მოხალისეთა დაკომპლექტებისას გადააწყდნენ.

ბოლო კვირების განმავლობაში დაიწყო რამდენიმე შესაძლო ვაქცინის ფართომასშტაბიანი კლინიკური გამოკვლევა. ათობით ათასი მოხალისე მონაწილეობს მწარმოებლების Moderna, Pfizer და AstraZeneca- ს ტესტებში. კომპანია Johnson & Johnson განაცხადა, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში დაახლოებით 60 000 ადამიანი ჩაერთვება.

Comments
Loading...