ერდოღანი: თუ აშშ ჩვენი მოკავშირეა, მაშინ რატომ დგას ის ტერორისტების გვერდით?

„ივნისში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრის წინასწარი მომზადება მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე ჩვენ წამოვწევთ საკითხს იმის თაობაზე, თუ რატომ არის თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დაძაბულობის ფაზაში“, - აღნიშნა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე წინ წამოწია თურქეთისა და აშშ-ის მოკავშირეობის საკითხთან წამოჭრილი კითხვები და დასძინა: „თუ აშშ ჩვენი მოკავშირეა, ეს მოკავშირე თურქეთის თუ ტერორისტების გვერდით დგას? სამწუხაროდ, ისინი ტერორისტების გვერდით დგანან“.

მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მხრიდან სომხეთის მხარდაჭერაზე, რაზეც ასეთი კომენტარი გააკეთა: „დავიღალეთ იმის ლოდინით, თუ ყოველი წლის 24 აპრილს რას იტყვის აშშ სომხებზე. ნუთუ ამერიკას სხვა საზრუნავი არ აქვს, ვიდრე სომხეთის ადვოკატის როლის შესრულება? ამ საკითხით ისტორიკოსები უნდა დაკავდნენ“.

Comments
Loading...