ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრალურ მაგისტრალზე. დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავებულია ოთხი მგზავრი.

არსებულიი იფორმაციით,  “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის საავადმყოფოში არაინ გადაყვანილები.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

Comments
Loading...