ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – უმძიმესი ავარია,რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს BMW-სა და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ამდროისთვის ლაგოდეხში, “არქიმედეს” კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფოტო:”მთავარი არხი”