ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – უმძიმესი ავარია ქობულეთში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, – ინფორმაციას აჭარა.News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ავარია სოფელ ციხისძირთან, “კასტელო მარეს ” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა –  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომიბილი შეეჯახა.

ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის “ევექსის კლინიკაში გადაიყვა.

“დაახლოებით ათის ოც წუთზე სასწრაფო  დახმარების ბრიგადებით შემოიყვანეს ორი დაშავებული.

ერთი 51 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა მოტეხილობა ბარძაყის თავის ამოვარდნილობა და სხივის ძვლის მოტეხილობა.

მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. გამოკვლევების შემდეგ რავმატოლოგიური განყოფილების გამგესთან შეთანხმებით პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა ბათუმის “რეფერალურ” საავადმყოფოში.

მეორე პაციენტი, არასრულწლოვანი, 16 წლის გოგო ზომიერი ტკივილებით მუცლის არეში, ჩაუტარდა გამოკვლევა, მდგომარეობა იყო სტაბილური, ახლობლებმა საკუთარი სურვილით წაიყვანეს ბათუმში,”- უთხრეს“აჭარა.News” ქობულეთის ევექსის კლინიკაში.

 

Comments
Loading...