ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დაშავებულები  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-მ მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

Comments
Loading...