“ერთი ცოცხლად ჩაიწვა, მეორე კი მძიმედ დაშავდა “- უმძიმესი ავარია

ხობში  რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველების თქმით, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

“ერთი ცოცხლად ჩაიწვა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.  როგორც ამბობენ, გარდაცვლილი 45 წლამდე ასაკისაა.ის, სავარაუდოდ,ზუგდიდის მკვიდრია”,-აცხადებენ თვითმხილველები.

ავარიის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე  უცნობია.

Comments
Loading...