ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა – ჩაქვის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია

ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გვირაბში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვიs  სამართალდამცაველებს გვირაბიდან დაზიანებული ავტომობილები გამოჰყავთ.  საავტომობილო მოძრაობა  ალტერნატიული გზით ხორციელდება.

Comments
Loading...