ერთ დღეში 2 ჩვილი გარდაიცვალა – “რუსთავის” კლინიკაში სამართალდამცავები მუშაობენ

რუსთავში, ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 1 თვის და 2 თვის ჩვილები არიან.

კლინიკა “რუსთავის” ექიმ-თერაპევტის გიორგი მოდებაძის განცხადებით, ორივე ბავშვი საავადმყოფოში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო.

მედპერონალის ინფორმაციით, ერთი ბავშვი რუსთავის მკვიდრი იყო, მეორე კი საავადმყოფოში გაჩიანიდან შეიყვანეს.

რუსთავის კლინიკაში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

ორივე შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება კი 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

წყარო

Comments
Loading...