ესპანეთი კატალონიას დამოუკიდებლობის გამოცხადების გასაჯაროებას სთხოვს

ესპანეთი მოითხოვს, რომ კატალონის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ამა წლის 19 ოქტომბრისთვის კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვონ. როგორც გამოცემა El Mundo იტყობინება, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა.

„ახლა ესპანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე პუჩდემონი ყველაფერს ნათლად დააფიქსირებს და გამოხატავს”, – განაცხადა ესპანეთის ვიცე-პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ მადრიდი დიალოგს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში და მაქსიმალურად ნათლად უნდა განხორციელდეს.

პარალელურად, ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ლიდერს კარლეს პუჩდემონს წერილზე წერილობითვე უპასუხა. იგი რეგონის სტატუსის შესახებ მკაფიო პასუხს მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ესპანეთის კონსტიტუციის დარღვევა არ უნდა მოხდეს.

15 ოქტომბერს, კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერმინისტრს მარიანო რახოის წერილი გაუგზავნა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, წერილში კატალონიის ლიდერი შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და ბარსელონასა და მადრიდს შორის ურთიერთობებს განიხილავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, წერილი “შერიგების ტონშია” დაწერილი. თუმცა, წერილში პუჩდემონი დამოუკიდებლობის შესახებ კითხვას პასუხს არ სცემს. კატალონიის ლიდერი წერილში შეახსენებს რახოის, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ორი თვით გადაიდო.

კატალონიის ხელმძღვანელმა ასევე მარიანო რახოის რეგიონისა და ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების განსახილველად შეხვედრა შესთავაზა. “ჩვენ გვსურს ყველაფერი ისე განვიხილოთ, როგორც ეს ჩვეულებრივ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება”, – წერს პუჩდემონი წერილში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატალონიის მიზანია მადრიდთან დიალოგისთვის ყველა ძალისხმევა გამოიყენოს.

Comments
Loading...