ექვსი დაღუპული და 39 დაშავებული – თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა
თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ანკარა-აკსაკაის მაგისტრალის მე -20 კილომეტრზე მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ტელეარხ Haberturk-ის თანახმად, ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამედიცინო და სახანძრო ბრიგადა იმყოფება. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.