ექიმები მწვავედ აკრიტიკებენ ტრამპის ინიციატივას სადეზინფექციო ხსნარების COVID-19-ით ინფიცირებულთა ორგანიზმში შეყვანის შესახებ

დიდი გამოხმაურება და რეზონანსი მოჰყვა ტრამპის იმ მოსაზრებას,რომლის მიხედვითაც,COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალებების შეყვანა ვირუსს შეაკავებს.ინფორმაციას ავრცელებს BBC.

“ვხედავ, რომ სადეზინფექციო საშუალება ერთ წუთში ანადგურებს მას. არსებობს გზა, რომ რამე გავაკეთოთ, შიგნით შეყვანით ან თითქმის გაწმენდით? რადგან, თქვენ ხედავთ, რომ ის ფილტვებში აღწევს. საინტერესო იქნებოდა ამის გამოცდა. ასე რომ ,თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს ჩემთვის საინტერესოდ ჟღერს”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა,თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა და საზოგადოებისადმი გამაფრთხილებელი მიმართვები მოჰყვა,როგორც ექიმების,ისე თავად სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან.

ისინი მოსახლეობას უცხადებენ,რომ ამ საშუალებების გამოყენებისას დიდი სიფრთხილის დაცვაა საჭირო და მათი გარეგანი მოხმარებაც კი მეტად სახიფათოა კანისთვის,თვალებისთვისა და სასუნთქი სისტემისათვის.

ერთ-ერთმა უდიდესმა სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელმა კომპანიან განაცხადა,რომ არავითარ შემთხვევაში შეიძლება ამ ხსნარების ადამიანის ორგანიზმში შეყვანა,რადგან ის იმოქმედებს,როგორც შხამი.

ცნობილი კომპანიების Vanish და Cillit Bang-ის მფლობელი აცხადებს,რომ არ შეიძლება ამ საშუალებების ასეთი სახით გამოყენება და,რომ ადამიანები მათ მოხმარებამდე კარგად უნდა გაეცნონ ინსტრუქციას,ეტიკეტსა და ინფორმაციას უსაფრთხოების შესახებ და ამის შემდეგ,გამოიყენონ ისინი მხოლოდ აღნიშნული დანიშნულებისამებრ.

თავად ტრამპი კი აღნიშნავს,რომ მან ეს ყველაფერი “სარკასტულად” განაცხადა.

Comments
Loading...