ექსკლუზივი: „მე მინდა ვიყო ამ ქალის ბოლო მსხვერპლი“ –  ხატია წერეთელი „ნიუ შარმის“ კოსმეტოლოგს  სასამართლოში უჩივის + ვიდეო

მომღერალი, ხატია წერეთელი  ზემო ფონიჭალაში მდებარე სალონის, „ნიუ შარმის“ კოსმეტოლოგს, მანანა გაბრელაშვილს სასამართლოში უჩივის. მან პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც წერეთელმა  mpress.ge-ს სატელეფონი საუბარში განუცხადა,  მიზეზი   სახის კანის გამაჯანსაღებელი პროცედურის არასწორად ჩატარებაა. მისივე თქმით, მას ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემები შეექმნა, კერძოდ კი, მარცხენა თვალში მხედველობა დაუქვეითდა.

„რამდენიმე დღის წინ, სახის კანის გამაჯანსასაღებელი  პროცედურა არასწორად ჩამიტარდა, რის გამოც ოფიციალურად ვუჩივი კოსმეტოლოგ,  მანანა გაბრელაშვილს. ასევე, ხვალ ვგეგმავ,  „სამხარაულის ექსპერტიზის“ ბიუროში ჩავიტარო შესაბამის ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა სახის დაზიანება მომადგა ამ პროცედურის გამო.   ფაქტობრივად დამამახინჯეს.  უფრო მეტიც, მარცხენა თვალში მხედეველობაც დამიქვეითდა.

-ხატია, რა არის შენი მოთხოვნა?

-ჩემი მოთხოვნაა, რომ მანანა გაბრელაშვილს შეუჩერდეს ლიცენზია. მე მინდა ვიყო  ამ ქალის ბოლო მსხვერპლი.

mpress.ge დაუკავშირდა  მანანა გაბრიელაშვილს, რომელმაც წერეთელის  ბრალდება კატეგორიულად უარყო.  როგორც გაბრიელაშვილი განმარტავს, წერეთელი წინასწარ იყო ინფორმირებული იმ შესაძლო რეაქციების შესახებ, რომელიც ამ პროცედურას  შემდგომ მოჰყვებოდა.

„მე ლიცენცია მაქვს, სადაც უნდა იქ წავიდეს და იჩივლოს…. მე ჩემი საქმე კარგად გავაკეთე და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც მაქვს“, – განაცხადა გაბრიელაშვილმა.

სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  ჩატარდება მოკვლევა. მათივე ინფორმაციით, თუკი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა,  დაიწყება გამოძიება.

Comments
Loading...