„ე.წ.ციანიდის საქმე უცხოეთის სპეცსამსახურში კარგად დამუშავებული პროვოკაციაა”

ქართველთმოძულეების მხრიდან გენერალური შეტევაა დაწყებული, ხოლო ერთადერთი ინსტიტუტი რომელსაც ამის შეჩერება შეუძლია განეიტრალებული ჰგონიათ” – ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულობის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ე.წ. ციანიდს საქმე უცხოური სპეცსამსახურების მიერ კარგად დამუშავებული გეგმაა, რომლეიც ეკლესიის საერო საქმეებიდან ჩამოცილებასა და მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

 

„არასოდეს ჩემი აზრი არ გამომითქვამს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე და ე.წ.ციანიდის საქმეზე.თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას ვიღებდი.სწორედ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით უკვე გამოიკვეთა თუ რასთან გვაქვს საქმე.მართლა არ ვიცი ვინაა მტყუან-მართალი ე.წ.ციანიდის საქმეში, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია.ფაქტია რომ ყოველივე უცხოეთის სპეცსამსახურში კარგად დამუშავებული და წუთი წუთზე გათვლილი დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესიის დისკრედიტაციას, ეკლესიის შიდა საქმეებით დაკავებას, საერო პრობლემებისგან მოწყვეტას და საპატრიარქოს ოკუპაციას.

დღეს ეკლესიას საერო საქმეებისთვის აღარ სცალია, რადგან შიგნით შექმნეს უდიდესი პრობლემები და ასე იქნება მანამ სანამ ყოველივე არ მოგვარდება, ხოლო ყოველივეს მოგვარება დროში გაიწელება.

საქართველოს მტრებმა ეკლესიის განეიტრალება მოინდომეს, რადგან ეკლესიაა ის ერთადერთი ავტორიტეტი, რომელიც აქამდე აჩერებდა და ანეიტრალებდა ქართველთმოძულე-ლიბერასტების შეტევებს. ჩათვალეს რა რომ ეკლესია შიდა პროცესებითაა დაკავებული,ქართველთმოძულეებმა გენერალური შეტევა მიიტანეს სულიერებაზე,ზნეობაზე,სიწმინდეზე.

დააკვირდით და დაინახავთ თუ როგორ დაემთხვა დროში ჰომოსექსუალების გააქტიურება, ლიბერასტების აგრესიული შეტევა, ქართული მიწის გაყიდვის დაშვება და ა.შ.

ტელევიზიები ინტენსიურ რეჟიმში აამუშავეს ეკლესიის განსაქიქებლად და უზნეობის პროპაგანდისთვის.არც ისაა შემთხვევითი,რომ ხელისუფლებისგან მართული სახელმწიფო პირველი არხი 24 საათი ჰომოსექსუალიზმის და უზნეობის პროპაგანდითაა დაკავებული.მოკლედ რომ ვთქვათ გენერალური შეტევაა დაწყებული, ხოლო ერთადერთი ინსტიტუტი რომელსაც ამის შეჩერება შეუძლია განეიტრალებული ჰგონიათ. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ზნეობრივი ავტორიტეტი, სწორედ ამ მისიას ასრულებენ საქართველოს მტრები.

ვიმეორებ ყველაფერი ეს უცხოეთის სპეცსამსახურის მუშაობის შედეგია და სწორედ იქაა დამუშავებული გეგმა.არ ვამეტებ. მდგომარეობა ძალზედ რთულია და ერთადერთი მშველელი ეკლესია და პატრიარქია.ღმერთო დიდხანს აცოცხლე ჩვენი პატრიარქი და მიეცი ეკლესიას ძალა რომ დაამარცხოს სატანის მოციქულები,ხოლო ჩვენ მოგვეცი იმის შეწევნა რომ უფლის ჯარისკაცებად ვიქცეთ და შევმუსროთ მტერი.უფალმა დაგლოცოთ ქართველებო.” – წერს სანდრო ბრეგაძე. 

Comments
Loading...