“ვაიმე, საშინელი სანახავი იყო” – წალენჯიხის მერის ავტომობილი ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით, თბილისში.

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერის ავტომობილს  “ჯიპი”  დაეჯახა.    თვითმხილველების თქმით,   შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, გია ხარჩილავას ავტომობილი ამობრუნდა.

“ვაიმე, საშინელი სანახავი იყო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”,-ამბობენ ისინი.

როგორც ირკვევა,  საჭეს მისი თანაშემწე მართავდა.

როგორც mpress.ge-ს ხარჩილავამ განუცხადა,  მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

Comments
Loading...