ვაჟა ბიგანიშვილმა (“ვაჟა ტბილისკი”) 10 “კანონიერ ქურდს” ომი გამოუცხადა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი primecrime ავრცელებს.

პორტალის მტკიცებით, 3 მარტს, სტამბოლში, ნადირ სალიფოვის (გული”) პატრონაჟითა და ორგანიზებით შემდგარ ქურდულ შეკრებაზე, რომელსაც 27 “კანონიერი ქურდი” ესწრებოდა და რომელიც ოთარ ტოტოჩიას (“ბატია”) მიჰყავდა, ვაჟა ბიგანიშვილი შეეხო ათი ქურდის ღირსებას და განაცხადა, რომ შოთა თევდორაძე (“შოთიკო”), ემზარ ჯაფარიძე (“კვატია”), კახა ჯანგველაძე (“შალვოვიჩი”), თენგიზ პირველი (“თენგო ტბილისკი”), ზვიად პაპიაშვილი (“ზვიადი ტბილისკი”), არჯევან ფურცხვანიძე (“ჯონი ბურდღუნიჩი”), ლევან ცინცაძე (“ლევან ტბილისკი”, “კოსტა”), ბესიკ თუთაშვილი (“ბესო კუტაისკი”), ლევან ხავთასი(“ლაზარე”) და გიორგი ნიჟარაძე (“გია”) მისთვის ქურდები არ არიან. პორტალის თქმით, ბიგანიშვილის განცხადებას საფუძვლად უდევს ხუთი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი. მაშინ შოთა თევდორაძემ და გიორგი ენდელაძემ (“თავა”) სცემეს და ქურდის ტიტული ჩამოართვეს ბიგანიშვილის მომხრე ავტორიტეტს გიორგი მოდებაძეს (“გეგა ოზურგეტსკი”). კონფლიქტიდან მალე დათო სებისკვერაძის (“დათო კუტაისკი”) ორგანიზებით გამართულ ქურდულ შეკრებაზე გადამტერებული მხარეები ერთმანეთს შეარიგეს და დათო მოდებაძეს ქურდის ტიტული დაუბრუნეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ არ დააკმაყოფილა ვაჟა ბიგანიშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ კონფლიქტის შემდეგ ქურდად ერთე-ერთი უნდა დარჩენილიყო: ან მოდებაძე, ან მისი შეურაცხმყოფელები. თავის მხრივ, კანონიერი ქურდების ჯგუფმა შოთა თევდორაძის მხრიდან განაცხადა, რომ ბიგანიშვილი მატყუარაა: ჯერ დაეთანხმა დათო სებისკვერაძის მიერ ორგანიზებული ქურდული შეკრების შედეგებს, შემდეგ კი გადაითამაშა თავის გადაწყვეტილება. 3 მარტს ბიგანიშვილმა, რომელმაც ჩათვალა ,რომ ის ტყუილში დაადანაშაულეს და შეეხნენ მის ღირსებას, განაცხადა, რომ მისთვის ისინი ქურდები აღარ არიან. აზერბაიჯანის “მთავარი კანონიერი ქურდის” ნადირ სალიფოვის (“გული”) პატრონაჟით გამართულ ქურდულ შეკრებას, primecrime-ს ინფორმაციის თანახმად, ესწრებოდნენ: ხიზირ აკბულატოვი(“პუზირი”),იურა უსოიანი (“იურა ლაზარევსკი”), ნუგზარ ტორჩინავა (“ტორჩიკი”), გელა ჯოჯუა (“გელა ტბილისკი”), პაატა ვაშაკიძე (“ეშკა/”იოშკა სამტრედიელი), არმა ჯანინიანი (“არმან კალუჟსკი”), მერაბ მზარელუა (“დუ იაქე”), ვლადიმირ ჟურაკოვსკი (“ვოვა პუხლი”), როლანდ გეგეჭკორი (“როლანდ შლიაპა”), რუსლან გეგეჭკორი (“შლიაპოვიჩი”), მერაბ ფიფია (“მერაბ სოხუმსკი”), სერგეი ჩებანი (“კიტაეც”, “სერეგა სერგო მოლდოვან”) და სხვები, სულ 27 “კანონიერი ქურდი”. პორტალის თქმით, ქურდული შეკრების მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ბიგანიშვილის წინააღმდეგ გამომხტომელების უკან დგას რუსეთი კრიმინალური სამყაროს ლიდერი ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი”), რომელიც დამოუკიდებლობას ვერ პატიობს ბიგანიშვილს. პორტალის აზრით, ბიგანიშვილს და მის ოპონენტებს შორის დაპირისპირება “კანონიერ ქურდებს” შორის ახალ სრულმასშტაბიან კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.

Comments
Loading...