ვაჟა გაფრინდაშვილი: მადლობა ყველას – ასე გაერთიანებულმა, ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ

ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილი, 50-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებს.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას, საშიშროებას თქვენი მხრიდან… და ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე, მერე ყველას ყველა ინფორმაციას მოგაწვდით, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ ინფორმაცია ძალიან ნაკლები მქონდა, ასე გაერთიანებული, ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Comments
Loading...