ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია — პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ამბობს, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". ამის შესახებ მან დღეს, 15 ივლისს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო ვაჟკაცობა ვიცი მე, ესაა აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები, არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით”.

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ თუკი გამოძიებაში ყველა არ ჩაერევა, საქმე მალე გაიხსნება:

“არ ვიცოდი რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გადავიქცე. სხვათა შორის პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს ბევრად უფრო კარგი იქნებოდა”.

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...