ვატიკანის მუზეუმები ვიზიტორებისათვის პირველი ივნისიდან გაიხსნება

ვატიკანის მუზეუმები ვიზიტორებისთვის 1 ივნისს, თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა.

იტალიის მუზეუმების მსგავსად, ვატიკანის მუზეუმებიც აპირებენ ზომების მიღებას სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის შესახებ. შესასვლელში ვიზიტორებს გაუზომავენ ტემპერატურას: თუ აღმოჩნდა, რომ ეს იქნება 37,5 ან უფრო მაღალი, მაშინ ვიზიტს გააუქმებენ. ასევე, ვიზიტორებს მოეთხოვებათ ნიღაბი გალერეაში ყოფნის განმავლობაში და აგრეთვე მინიმუმ ერთი მეტრის დისტანციის დაცვა. მუზეუმების შენობაში მოეწყობა სამედიცინო პერსონალის პუნქტებიც.

რომის პაპის მუზეუმების კომპლექსში შესვლა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ბილეთის ონლაინ შეძენისას ოფიციალურ ვებსაიტზე.  “პოსტ-საკარანტინო” რეჟიმის განმავლობაში ვიზიტორებს რეგისტრაციისთვის არ დაეკისრებათ საკომისიო. ვატიკანის სამუზეუმო დარბაზებთან ერთად, განახლდება ვიზიტები რომის მახლობლად , ქალაქ კასტელ-განდოლფოში მდებარე პაპის ვილებზე.

მუზეუმების ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვიზიტისთვის აუცილებელია მკაცრად დაიცვან ბილეთზე მითითებული დროის ინტერვალი. თუ ვზიტორი 15 წუთზე მეტხანს დაიგვიანებს, შესვლაზე შეიძლება უარი უთხრან, ბილეთის თანხას კი უკან არ დაუბრუნებენ.

ვატიკანის მუზეუმები საზოგადოებისთვის 9 მარტს, იტალიის ხელისუფლების მიერ კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად დაიხურა.

Comments
Loading...