ვატო წერეთელი კელი დეგნანს: კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, როგორ მისწორდებიან “ოცნების” დეპუტატები

“კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, როგორ მისწორდებიან “ოცნების” დეპუტატები” – ასე მიმართავს “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.

“აქ საგიჟეთია… ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეს ხდება ამერიკის საელჩის ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკში ვარ, ეგეთი რამე არ ვიცი. ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მედიას მიეცით კადრები – როგორ მისწორდებიან “ოცნების” დეპუტატები,” – განაცხადა ვატო წერეთელმა.

Comments
Loading...