ვაშაძე: “ასეთი შეურაცხყოფილი არ ვყოფილვარ არასდროს”

ამის შესახებ  გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატამა_ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
“ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს, ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური და შეიარაღებული ბანდ-ფორმირებები. სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად. ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უსიტყვოდ და უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას. ჩენ დავინახეთ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, არამედ რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები. ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ, სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას აქვს შეკვეთილი. ჩვენ დავინახეთ, რომ შს მინისტრის უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა №51 სკოლის მოწაფეებზე იმისთვის, რომ მათ  მიეღოთ სასურველი ჩვენებები. დადასტურდა, რომ შალვა თათუხაშვილი, სახელოვანი ვეტერანი მოკლულია ე.წ. ხელისუფლებსი მიერ. 28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების და მისი კანდიდატის, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბიძურეს, რამაც ამოხეთქა “ქართული ოცნების” წიაღიდან, ამის მხარდაჭერა ნიშნავს, მხარი დაუჭირო შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვა ჩენი სამშობლოს მომავალს. ეს ნიშნავს იმას, რომ მხარი დაუჭირო საქართველო გახდეს შეიარაღებული ბანდებისა და კრიმინალების თარეშის ადგილი. 28 ოქტომბერი ეს არის გზაგასაყარი. ეს არის არჩევანი ყოფნას და არ ყოფნას შორის. ეს არ არის არჩევანი უკეთეს და უარეს ცხვორებას შორის. ეს არის არჩევანი ყოფნას და არ ყოფნას შორის, საქართველოს და არასაქართველოს შორის. ეს არის არჩევანი სახელმწიფოს, სადაც კანონი არის უზენაესი ძალა, ყველასგან დავიწყებულ გეოგრაფიულ ტერიტორიას შორის, რომელსაც კრიმნალური დაჯგუფებები მართავენ. ეს არის არჩევანი მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებას და ფარცხლაძის და სუბელიანის საწამებელ სარდაფებს შორის. არცერთი წუთი არ არის დასაკარგი. პირველსავე ტურში, ჩვენ უნდა დავამარცხოთ მაფიოზური შეიარაღებული დაჯგუფებები. რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის სადავეები ჩავაბაროთ ეროვნულ, პროდასავლურ, კოალიციურ, დემოკრატიულ პროფესიონალ მთავრობას. სხვანაირად ჩვენ ფიზიკური გაქრობა გვემუქრება. ჩვენ დავკარგავთ სხელმწიფოს და ქართველებს არაფერი არ გვაქვს დღეს, სახელმწიფოს გარდა. ძალინ მინდა ყველა მოქალაქემ ეს კარგად გაიგოს. მოვუწოდებ ყველა პარტიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, შემოგვიერთდით! იმიტომ რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პირველსავე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ეს არის ის, რაც გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი იყო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სხვანაირად ჩვენ გადავიქცევით ქვეყანად, სადაც არც კანონი სუფევს, არც ინსტიტუციები და აღარც კონსტიტუცია მოქმედებს. ვის გჯერათ, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია ეკონომიკური წინსვა, ევროკავშირთან ან NATO-სთან დაახლეობა და მოწინავე ქვეყნებში ღირსეული რიგების დაკავება? ჩვენ თვითონ მივეცით უფლება კრიმინალურ დაჯგუფებებს სახელმწიფო გაენადგურებინათ და ის ყველაფერი რაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოახერხა საქართველოს მოქალაქემ, წყალში გადაიყარა. ასეთი შეურაცხყოფილი არ ვყოფილვარ არასდროს. 90-იანი წლებიც კი არ არის ეს. ეს არის აფრიკის რომელიმე ქვეყანა, სომალივით”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Comments
Loading...