ვაშაძე “ევროპულ საქართველოზე”: ყველა უბედურება მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, სოფელი ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თვითმართველობის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” და “ევროპულმა საქართველომ” დიდი ფინანსური რესურსი გამოიყენა.

მან აგრეთვე “ევროპული საქართველო” გააკრიტიკა.

“შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს… მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები… ეგენი და “ქართული ოცნება”, მაგათმა ფული დაახარჯეს… მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო”, – განაცხადა ვაშაძემ.

Comments
Loading...