ვაშაძე: “მე შევიწყალებ სააკაშვილს… ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და დაიბრუნოს მოქალაქეობა”

“მას (მიხეილ სააკაშვილს) უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს საქართველოში, მან უნდა დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. თუ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლო სისტემას აქვთ მასთან კითხვები მან უნდა უპასუხოს. მას თუ უნდა აქ ააშენოს თავისი პოლიტიკური მომავალი, მაშინ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “DW на русском”-თან ინტერვიუში აცხადებს.

შეკითხვაზე პრეზიდენტი თუ გახდა დაუბრუნებს თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობას? ვაშაძე პასუხობს, რომ დაუბრუნებს და შეიწყალებს.

“მაგრამ მე არ ვაპირებ შევიწყალო მარტო ის, მე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს და გთხოვთ ეს არ გამოტოვეთ, იმიტომ, რომ ზოგიერთი ქართული არხი ამას ეთერიდან ჭრის ამ მეორე ფრაზას.

მე შევიწყალებ პრეზიდენტ სააკაშვილს, მე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს, მე შევიწყალებ ყველა პატიმარ ქალს, რომლებსაც ექსტრაორდინალური დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც შვილები ყავთ, მე ვაპირებ ეს ძალიან სწრაფად გავაკეთო. დაახლოებით მოსვლიდან ორი სამი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ მე ვიცი რაც ხდება ციხეებში”, – აღნიშნავს ვაშაძე.

Comments
Loading...