ვაშაძე სააკაშვილზე:”მან ყვარელში, თავის სახლში უნდა იცხოვროს, ეს არის ის, რაც მისი გვმართებს”

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ “დოიჩე ველეს” რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

“შევიწყალებ სააკაშვილს,(საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რედ) შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, ყველა ქალ პატიმარს, რომლებსაც ექსტრაორდინალური არაფერი ჩაუდენიათ და რომლებსაც შვილები ჰყავთ.

ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებ, პირველი 2-3 თვის განმავლობაში. მე ვიცი, რაც ხდება ციხეებში და როგორც იურისტს, მსურს, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ასეც იქნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქ ცხოვრების უფლებაც ექნება და შემდეგ იცხოვრებს თუ არა იგი აქ, ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება. მისი პოლიტიკური მომავალი ამ შემთხვევაშიც ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, საქართველოს მოქალაქეებზე, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ მან აქ, ყვარელში, თავის სახლში იცხოვროს, ეს არის ის, რაც მისი გვმართებს”, – აცხადებს ვაშაძე.

Comments
Loading...