ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილი ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის კოქტეილია

“სალომე ზურაბიშვილი ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის ისეთი ჯოჯოხეთური კოქტეილია, რომ მაგის საერთაშორისო არენაზე ჩვენს რეპუტაციას მოსპობს”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.

“სხვა სიტუაციაში მანდილოსანზე ასე არ ვისაუბრებდი, მაგრამ პოლიტიკაში რომ შემოდიხარ, სქესი აღარ გაქვს. მინდა ვთქვა, სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

Comments
Loading...