ვაშაძე: “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 6 წელი მოპარა

ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხდა.

“ნუ დააყოვნებთ, იმიტომ რომ ჩვენი გაერთიანება ნიშნავს საქართველოს უძრაობის, ჭაობში ყოფნის, უკან სვლის, წარუმატებლობის დასრულებას. ამას ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ.

ამ ერთობით, დღეს უკვე ნათელია, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ! ეს გასაგებია ამომრჩევლისთვის, მხარდამჭერისთვის, მოწინააღმდეგისთვის და ხელისუფლებისთვის, რომელიც ისტერიულად ცდილობს გამოსავალი მონახოს მისთვის შექმნილი ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან. ვერ მონახავს ამ გამოსავალს, გამოსავალი იქნებოდა კაბინეტებიდან გამოსვლა და ხელისუფლების ნაბაყოფილობითი დატოვება.

არავითარი პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური უფლება ამ ხალხს ხელისუფლებაში დარჩენისა არ აქვს. საქართველოს მათ 6 წელი მოპარეს, რომლის კომპენსაციის გაკეთება შეუძლებელია. თუ სინდისი შერჩათ, არ უნდა ეცადონ კიდევ 6 წელი მოპარონ საქართველოს და ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ.

ერთობა არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ და მოგებული გვაქს. თუ ეცდებიან სხვა მეოდებით, სხვა შედეგები დაწერონ, საკადრის პასუხს მიიღებენ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

Comments
Loading...