ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ვაშინგტონმა, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

სანქციები დაეკისრათ ირანის შეიარაღებული ძალების თანამშრომლებს და აგრეთვე მოჯატაბა ჰამენეის – ირანის უზენაესი ლიდერის ვაჟის წინააღმდეგ.

აშშ-მა 1 ნოემბერსაც გააფართოვა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და სიას ქვეყნის სამშენებლო სექტორი დაუმატა.

შეზღუდვები დაეკისრა სამშენებლო მასალის 4 სახეობას, რომელსაც თეირანი რაკეტების წარმოებაში და ბირთვული პროგრამის განხორციელებაში იყენებდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ გააგრძელებენ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას მანამ, სანამ თეირანი უარს არ იტყვის თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოებაზე.

ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები 2018 წელს, მას მერე განაახლა, რაც შეერთებული შტატები გავიდა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან. დოკუმენტი ითვალისწინებდა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას იმის სანაცვლოდ, რომ შეთანხმების მონაწილე ქვეყნები გააუქმებდნენ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მას შემდეგ კი, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა, ირანმა განაცხადა, რომ უარს იტყვის შეთანხმების პირობების დაცვაზე.

Comments
Loading...