ვახტანგ გომელაური გიორგი გახარიაზე: ჩვენს შორის დაპირისპირება ჭორია

“არანაირი დაპირისპირება არ არის. ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ამასთან, სუს-ის და შსს-ს ერთმანეთის გარეშე მუშაობა ძალიან რთული იქნება. ეს არის თითქმის ერთი სისტემა, ერთი ორგანიზმია, მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ეს არის ჭორები, რომ ჩვენს შორის დაპირისპირებაა”,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. ​ვახტანგ გომელაური პარლამენტში დღეს სუს-ის ანგარიშით წარდგა და რამდენიმე საათის განმავლობაში დეპუტატების შეკითხვებს დახურულ რეჟიმში პასუხობდა. 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება არსებობს.

Comments
Loading...