„ვახტანგ ჭაბუკიანი – 110“: გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, გამოფენა – „ვახტანგ ჭაბუკიანი 110“ გაიხსნა.

გამოფენა ეძღვნება ვახტანგ ჭაბუკიანის 110 წლისთავს. გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმში დაცული ფოტომასალა სხვადასხვა სპექტაკლიდან, საგასტროლო ტურნედან, ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან თუ რეპეტიციებიდან.
გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და აფიშები. გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება.

 

წყარო: kvira.ge

Comments
Loading...