“ვბრძანებ, ბიძინა ივანიშვილი დაჯილდოვდეს საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარის ბრწყინვალების მედლით”
“ვბრძანებ, ბიძინა ივანიშვილი დაჯილდოვდეს საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარის ბრწყინვალების მედლით”,-ამის შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, გენერალური ანტიკორუფციონერი, სამართლის დოქტორი, პროფესორი პაატა შაავაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარის უმაღლესი ჯილდოთი-ბრწყინვალების მედლით დაჯილდოების შესახებ.
ვბრძანებ:
დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებით თვალსაჩინო პიროვნული წვლილისათვის, საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, სამების ტაძრის და უამრავი ეკლესია -მონასტრის მშენებელი თუ რეკონსტრუქტორი, ქართული კულტურის, თეატრების და მუზეუმების გადამრჩენი , აღმდგენი, თუ
შემნარჩუნებელი , ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი, წართმეული ღირსების გრძნობის დამბრუნებელი, საქართველოს ანტიკორუფციული პალატისა და ანტიკორუფციული მოძრაობის დიდი ქომაგი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიზნესმენი, უდიდესი მეცენატი და ქველმოქმედი:
ბიძინა ივანიშვილი დაჯილდოვდეს საქართველოს ანტიკორუფციული პალატა-ის თავმჯდომარის ბრწყინვალების მედლით.
ბიძინა ივანიშვილს ბრწყინვალების მედალი გადასცეს საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ.
პაატა შავაძე-საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, გენერალური ანტიკორუფციონერი, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
ბათუმი, 04/01/2023 წ. ბრძანება # 14/09”,-ნათქვამია ბრძანებაში.