“ველოდი, მაგრამ მეგონა არ იკადრებდი!’ – ელისო კილაძე ირინა გოგოსაშვილს მიმართავს

გაზეთ “ქრონიკა+” -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელში, “ქრონიკა+”-ის ყოფილი ჟურნალისტის ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც გოგოსაშვილი „ქრონიკა+”-ის რედაქციისა და სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს.

“ველოდი, მაგრამ მეგონა არ იკადრებდი!
მესმის ბოღმა გახრჩობს,ორი წელია სარფიანი სამსახური დაკარგე.ახლა დათოს პატიმრობის მომენტში გადაწყვიტე ანგარიშსწორება.
თავის დროზე იმიტომაც არ გამოვფინე შენი ბინძური თეთრეული,დედა ხარ და შვილი დავინდე.
მეუბნებოდა ნუგზარ ფოფხაძე არ მიიღო სამსახურში,თავბედს გაწყევლინებსო და არ დავუჯერე.
ეს ის შემთხვევაა როცა ღორის წინ მარგალიტი არ უნდა დაყარო:
ორი წინადადებით გიპასუხებ:
1.შენ ხარ ადამიანი რომელმაც შვილისშვილის ავადმყოფობა მოიგონე,რომ ჩემთვის ფული გამოგეძალა (არ მიბრუნებ დღემდე)
2.შენ ხარ ადამიანი რომელიც”ქრონიკა+”-ის და რატომღაც ბიძინა ივანიშვილის სახელით კახი კალაძის შანტაჟს და ფულის ახევას აპირებდი.
პროკურატურა როცა დამიძახებს,მივიტან ყველა მასალას !!!!
პოლემიკას არ ვაპირებ,შენ ამ თამაშში პაიკი ხარ-ჩემი ს ამიზნე სოსო გოგაშვილია !!!
p.s. ჩემი შვილის ფარისევლურ მოკითხვებს შეეშვი-ტეხავს ორმაგი სტანდარტი !
ნანას სახლში მაგიტომ ეპატიჟებოდი რომ მერე ის დაგეწერა მეხვეწებიან რამესო ?!
ორი წლის მერე გაგახსენდა მასალები ?! გუშინწინ არ მეუბნებოდი მამაცას ვუთხარი სტრიქონს არ მიცვლიდა ელისოო ?!
სადამდეც შენმა სინდისმა გაგიშვას,იქამდე გაიწიე-შენი არჩევანია !!!!”, – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ იხილეთ აქ

Comments
Loading...