“ვენაცვალე” ბიძინა ივანიშვილს. იძახა პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ თუ არ არის“

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თორდიაზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ „ფეისბუქში“ შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ხელისუფლებამ მითხრა ერთი წლის წინ, თორდია იარაღით დარბოდა კაფეშიო. ეს ამბავი არ გავახმაურე, იმიტომ რომ ეგ ის ბიჭია, ხათია ბუნიათიშვილისთვის ნაყიდი თაიგული და იუშენკოს ჩაის ფული რომ დაუთვალა პრეზიდენტს სააკაშვილსო. ხო, მართლა, იუშენკო იხვეწებოდა დამაბრუნებინეთ ჩაის ფული, თქვენს ყბაში ჩემი მტერ ჩავარდაო. მაგრამ ეს სხვა თემაა:)

დავუბრუნდეთ 1 წლის წინ მომხდარ ამბავს.

ხოდა, ერთი წლის წინ მომხდარი ხულიგნობა დავფარე, მაგრამ ფირი შევინახე და გამომადგა კიდეცო. ხელისუფლებამ თქვა. კიდევ უფრო მეტი ხულიგნობა რომ გადამეფარაო.

არადა ვერ გადაიფარება. თორდია რომ ხულიგანია, სულაც არ ნიშნავს რომ ფარცხალაძე არაა იგივე.მაგრამე ესეც სხვა თემაა.

პრეზიდენტს რომ ვეღარ ვირჩევთ და ყველა სოფლელი გახდა ეს არის საინტერესო. “ვენაცვალე” ბიძინა ივანიშვილს. იძახა პატარა სოფელია ეს ქვეყანაო და აგერ თუ არ არის,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Comments
Loading...