“ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს “ნაციონალების” დროს”

“ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ სიმწარეს, რაც გადახდა ჩემს ოჯახს “ნაციონალების” დროს”,– ამ შინაარსის პოსტს პარასპორტსმენი დიანა ჯიშიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“არ მინდოდა დაწერა, მაგრამ მიჭირს თავის შეკავება და ვერც გადმოვცემ სიტყვებით იმ სიმწარეს რაც გადახდა ჩემს ოჯახს ნაციონალების დროს, როდესაც გადაწყვიტეს ყველა ციხეში გაეშვათ, დაიჭირეს ჩემი ძმა და ისე აწამეს. ეგონათ შემოაკვდათ და დააგდეს ეგრთწოდებულ სოფლის კანაოში სადაც შემთხვევით იპოვა გამვლელმა რომელიც სოფელში გაზით დატენილ ბალონებს ყიდიდა.

ის დაეხმარა და სახლში მოიყვანა, რომ გამოკეთდა ვერ გვცნობდა და რამდენიმე დღის მერე ისევ შემოგვივარდნენ სახლში სცემს ჩაუდეს იარაღი ძველი ჟანგიანი (აბრეზი) რამდენიმე წელი გაატარა ციხეში ამ დროს მე მქონდა ახალი ტრავმა სრულიად პარალიზებული ვიყავი ჩემი მშობლები ვერ იგებდნენ საერთოდ სად იყო ჩემი ძმა ერთი პერიოდი მკვდარიც გვეგონა. როცა გამოვიდა ციხიდან რეალობას ვერ აცნობიერებდა უნდოდა ჩემს სანახავად საავადმყოფოში მოსვლა მარამ ისევ გაურკვეველი მიზეზების გამო დაიჭირეს …. მიჭირს ძალიან წერა ახლაც არ აქვს ჩემს ძმას ჯანმთელობა კარგ მდგომარეობაში ფსიქიკა დაზიანებულია ეს ჩემი დიდი ტკივილია.” – წერს  ჯიშიაშვილი.

 

Comments
Loading...