“ვითიბი ბანკის” ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

Garmin Pay – არის საგადახდო სისტემა რომლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ვითიბი ბანკის Visa-ს ბარათი, iOS ან Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონი და Garmin -ის სპორტული საათი. გადახდა, უკონტაქტოდ, საათის ტერმინალთან მიტანით ხორციელდება.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. იმისთვის რომ გააქტიუროთ საგადახდო სისტემა საჭიროა: ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკავია Garmin Connect, დააკავშიროთ თქვენი ტელეფონი საათთან და ინსტრუქციის მიხედვით მიაბათ ვითიბი ბანკის ბარათი. გადახდისას უნდა შეხვიდეთ საათის მენიუში არსებულ საფულეში, შეიყვანოთ თქვენს მიერ დაყენებული პაროლი (დღის განამვლობაში მხოლოდ პირველი გადახდისას) და საათის ტერმინალთან მიახლოებით გადაიხადოთ მარტივად და უსაფრთხოდ.

Garmin Pay ეს არის მარტივი და უსაფრთხო გაადახდის საშუალება აქტიური და სპორტული ადამიანებისთვის.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...