ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებსაც კი არ ვუწოდებ, ისინი „ლუზერები“ არიან – ტრამპი მანჩესტერის ტერაქტზე

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიადი სახელია. მე მათ „ლუზერებს“ ვუწოდებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, „მსგავს სისხლისღვრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში შემწყნარებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი“.
„ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“, – დასძინა ტრამპმა.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

წყარო

Comments
Loading...