„ვიპოვეთ ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო… ახლოს ვერ მივედი… ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო“ – თვითმხილველი

სოციალური ქსელის  ერთ-ერთ მომხამრებელი თბილსიში  მომხდარ უმძიმეს დანაშაულს  – 12 წლის გოგონას მკველობას  ეხმაურება.

“საშინელი ღამე იყო წუხელ რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა! 1 საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში.

ჩემი გოგონების ტოლს. ჩავედი მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და… ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად,მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა მაგრამ გვიანი იყო. არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია.

სახლიდან  დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო. ისე იწვა, თითქოს ძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული”, – წერს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

Comments
Loading...