ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციურად დამარცხდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დღეს 57-65კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ასპარეზობენ.

65 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე კორეელ იუნ ჯუნსიკს შეხვდა და იულეთი შეხვედრაში, ტექნიკური ქულების ხარჯზე გაიმარჯვა – 4:0.

მეთექვსმეტედფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე უნგრელი ისმაილ მუშუკავი იყო. ხინჩეგაშვილმა ამჯერადაც ვერ შეძლო ილეთის ჩატარება, მეტოქემ კი ეს ორჯერ მოახერხა და გამარჯვებაც მას დარჩა – 5:1

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უნგრელის ფინალში გასვლის შემთხვევაში შეძლებს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელებას.

შგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონის წოდების და ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად იჭიდავებენ:
57 კგ – ოთარ გოგავა
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ლიცენზიებს პირველ-მეექვსე ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ

მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებენ არაოლიმპიური წონითი კატეგორიების მოჭიდავეები:
61 კგ – ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
79 კგ – ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
92 კგ – ირაკლი მწითური (თბილისი)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს 1954 წლიდან დღემდე ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებში მოპოვებული აქვთ 26 ოქროს, 18 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი.

68 მედლიდან 36 (19 ოქრო, 10 ვერცხლი და 7 ბრინჯაო) დამოუკიდებლობის მოპოვებამდეა მოპოვებული, ხოლო 32 (7 ოქრო, 8 ვერცხლი და 17 ბრინჯაო) მედალი კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

მსოფლიო ჩემპიონატის 26 ოქროს მედალი 14 ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავის მიერ არის მოპოვებული:

1971, 1973, 1974, 1975 – ლევან თედიაშვილი
1985, 1987, 1990, 1991 – ლერი ხაბელოვი
1954, 1957 – ვახტანგ ბალავაძე
1963, 1965 – გურამ საღარაძე
1969, 1971 – შოთა ლომიძე
1985, 1990 – დავით გობეჯიშვილი
2002, 2003 – ელდარ-ლუკა კურტანიძე
2017, 2018 – გენო პეტრიაშვილი
1959 – გიორგი სხირტლაძე
1961 – ვლადიმერ რუბაშვილი
1969 – ზარბეგ ბერიაშვილი
2005 – რევაზ მინდორაშვილი
2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2017 – ზურაბ იაკობიშვილი

ვერცხლის მედლის მფლობელები არიან:

1963, 1967 – ზარბეგ ბერიაშვილი
1966, 1967 – გურამ საღარაძე
1993, 2005 – ელდარ-ლუკა კურტანიძე
1957 – მირიან ცალქალამანიძე
1957 – გიორგი სხირტლაძე
1959 – ვახტანგ ბალავაძე
1967 – გურამ ლომიძე
1978 – ლევან თედიაშვილი
1986 – დავით გობეჯიშვილი
2006 – ოთარ თუშიშვილი
2006 – რევაზ მინდორაშვილი
2006 – გიორგი გოგშელიძე
2014 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2016 – ბექა ლომთაძე
2018 – ავთანდილ კენჭაძე

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან:

2005, 2007 – ოთარ თუშიშვილი
2009, 2010 – გიორგი გოგშელიძე
2013, 2015 – გენო პეტრიაშვილი
1954 – მირიან ცალქალამანიძე
1954 – სერგო გაბარაევი
1954 – ნიკოლოზ მუზაშვილი
1959 – ვლადიმერ არსენიანი
1965 – ზარბეგ ბერიაშვილი
1969 – ტარიელ ალიბეგაშვილი
1969 – ნოდარ ხოხაშვილი
1997 – ელდარ კურტანიძე
2001 – დავით პოღოსიანი
2003 – რევაზ მინდორაშვილი
2010 – ლევან ბერიანიძე
2011 – დავით ხუციშვილი
2011 – დათო მარსაგიშვილი
2011 – დავით მოძმანაშვილი
2015 – სანდრო ამინაშვილი
2017 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
2018 – ზურაბ იაკობიშვილი
2018 – ელიზბარ ოდიკაძე

გუნდურ ჩათვლაში დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრები ერთხელ, 2003 წელს, აშშ-ში, ჩემპიონი გახდა, ხოლო 2005 უნგრეთში, 2013 უნგრეთში, 2015 წელს აშშ-ში, 2017 წელს საფრანგეთში და 2018 წელს უნგრეთში კი მესამე ადგილზე გავიდა.მსგავსი სიახლეები .

www.ipress.ge

Comments
Loading...