ვლადისლავ კრიკლი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას პირველი ივლისიდან ვგეგმავთ

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო.

„პირველი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, – წერს ვლადისლავ კრიკლი.

Comments
Loading...