ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ მერი ვერ გახდება, პოლიტიკაში მაინც დარჩება.

ამის შესახებ უდუმაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

“კი. პოლიტიკაში დავრჩები. არ ვაპირებ, წასვლას.

რაც შეეხება პარტნიორობას, ღიად ვამბობ გამარჯვების შემთხვევაში ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის, ვინც კი თბილისისთვის რაიმე სასარგებლოს შემომთავაზებს. მათ შორის „ქართულ ოცნებასთანაც“.

პარტიულ პარტნიორობას რაც შეეხება, ასე ვერ ვიტყვი ჯერ. პარტია ალბათ მზად იქნება, რომ მკვეთრად გამოხაულ პროდასვლურ ძალასთან ითანამშრომლოს”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ საჭიროება იქნება, „ევროპულ საქართველოსთან“ ითანამშრომლებს? – პასუხობს:

“გააჩნია თანამშრომლობაში რა იგულისხმება. მეორე ტურში მხარდაჭერა თუ თანამშრომლობად ითვლება, ჩათვალეთ, რომ ვითანამშრომლებ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

Comments
Loading...