ზალიკო უდუმაშვილი არჩევნებში კალაძის 54%-ს ეთანხმება

“არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეგზიტპოლის შედეგეში ეჭვი შევიტანო”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნება” წვიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დაველოდები ცესკო-ს საბოლოო შედეგებს”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის მიხედვით პირველ ადგილზეა ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე – 54 %, მეორე ადგილზე მოდის ზაალ უდუმაშვილი 15 %, ხოლო მესამე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი – 14 %. ცდომილება შედეგებს შორის არის 2 პროცენტი. ცდომილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.

კალაძე – 54%;

უდუმაშვილი – 15%;

ელისაშვილი- 14%;

ხოშტარია 7%;

კუკავა – 3%;

ინაშვილი 3%;

ვაშაძე- 2%;

გუგავა 1%;

Comments
Loading...