ზალკალიანი: არსებობს ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად უნდა გათავისუფლდეს

“გარკვეული ინფორმაცია არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას დროული გათავისუფლება. ამიტომ, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ ეს შედეგი”,-ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახს მალე დაუბრუნდება.

“გარკვეული ინფორმაცია არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას დროული გათავისუფლება. ამიტომ, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ, როგორ, რა პირობებში მოხდა და ვინ არის ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიებზე და რა პირობებში მოხდა უდანაშაულო ადამიანის დაკავება. ამიტომ, ჩვენ როგორც აქამდე გვქონდა ყველა ფორმატი გამოყენებული, ისე მომავალშიც გამოვიყენებთ“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის.

Comments
Loading...