ზაქარია ქუცნაშვილი: დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს ბიძინა ივანიშვილი შემოგვთავაზებს
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სათაო ოფისთან განაცხადა, სადაც საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება” სხდომას მართავს.
“პარტიის თავმჯდომარე შემოგვთავაზებს დღის წესრიგს და შემოთავაზებული დღის წესრიგის მიხედვით მოგვიწევს მუშაობა. დაველოდოთ მოვლენებს, რა საკითხები განიხილება, რას შემოგვთავაზებს ფრაქციის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე და ფრაქციის სხვა წევრები დღის წესრიგის მიხედვით და მერე ვიმსჯელოთ.
არ არს ჩემი დღევანდელი მიზანი, რომ ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე. ეს არ არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ფრაქციის და პარტიის თავმჯდომარე და ამის მერე მოგვიწევს მსჯელობა საკითხებზე. ის საკითხი რაც არ დამდგარა, არ შეიძლება წინასწარ იყო განხილვის საგანი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.