ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციის ალბათობა ისევ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციას არ გამორიცხავს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ”როდესაც ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ზეწოლა რუსეთზე”, ესკალაციის ალბათობა შემცირდა, მაგრამ ეს არ არის გამორიცხული.

„ყირიმის ტერიტორიიდან დაახლოებით 3.5 ათასი სამხედრო წავიდა. დანარჩენი სამხედროები ადგილზე რჩებიან. ადგილზე რჩება სამხედრო ტექნიკის 90%. ამიტომაც ჩემი ხედვაა, რომ სექტემბრის ბოლომდე ესკალაცია ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ვიცით, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო წვრთნები „ზაპად-2021“ გაიმართება და ეს პერიოდი ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა მან.

Comments
Loading...