ზესტაფონის მერის მოადგილემ თანამდებობდა დატოვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  მერის  მოადგილემ თანამდებოდა დატოვა.   როგორც  მერიაში აცხადებენ, ბესიკ ლეონიძე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ მოადგილის წასვლა, ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს არ უკავშირდება.

” როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გათავისუფლების ბრძანება ბესიკ ლეონიძის პირადი განცხადების საფუძველზე გავაკეთე. ზესტაფონში მიმდინარე აქციებს არანაირი კავშირი არ აქვს მერის მოადგილის წასვლასთან, ეს აქციები იყო მიზნობრივად გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი”-განაცხადა ეკა დუგლაძემ.

დუგლაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში თანამდებობა ზესტაფონის მერმა, კახა მახათაძემაც დატოვოს.

ამ დროისთვის  მერის მოადგილის პოსტი  ელგუჯა კვეტენაძემ დაიკავა.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ შედგა შეთანხება და მერმა წასასვლელად ერთთვიანი ვადა მოითხოვა.

 

 

Comments
Loading...