ზესტაფონში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი -ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზო შემთხვევა მოხდა, რომელშიც ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფი დამხარების ბრიგადები მობილიზებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლით არის აღძრული, რასც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

http://pia.ge

Comments
Loading...